
გთავაზობთ სტეიკის კლასიკურ, პოპულარულ ნაჭრებს, რიბაი და ფილე მინიონი, რომლითაც მარტივად შეიძლება იდეალური სტეიკის მომზადება როგორც გრილზე ასევე ტაფაზე სახლის პირობებში.
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს „მესხეთი პროდაქტი“-ს (ს/კ 223103120) (შემდგომში „კომპანია“) გაყიდვების სტანდარტულ პირობებს.
ამ ვებ.გვერდიდან საქონლის შესყიდვით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ყველა ჩამოთვლილ წესსა და პირობას. სტანდარტული პირობები შესაძლოა შეიცვალოს პერიოდულად, ამიტომ, გთხოვთ, შესყიდვის განხორციელებამდე, ყურადღებით გაეცნოთ პირობებს.
შესყიდვები
თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი (18 წლის), რადგან საიტი შეიცავს ალკოჰოლურ სასმელებს და განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი პირებისთვის
თუ გსურთ შეიძინოთ ვებ.გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი, შეიძლება მოგთხოვოთ თქვენი შესყიდვის განსახორციელებლად შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, CVV კოდი, თქვენი ბილინგის მისამართი და პროდუქციის მოსაწოდებლად სხვა საჭირო ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ : ა. გაქვთ სამართლებრივი უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვამეთოდი(ებ)ი ნებისმიერ შეძენასთან დაკავშირებით; და ბ. რომ ინფორმაცია,რომელსაც თქვენ მოგვაწვდით არის სწორი და სრულყოფილი.
თქვენ შეგიძლიათ შეკვეთის ღირებულება გადაიხადოთ მხოლოდ ქართული Amex,Visa ან Mastercard ბარათებით.
შესყიდვის განხორციელებისას თქვენ გვაძლევთ უფლებას მითითებული ანგარიშიდან/ბარათიდან შესაბამისი თანხის ჩამოჭრაზე.იმ შემთხვევაში თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განხორციელდება გადახდა, შეკვეთა არ გამოგეგზავნებათ. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენი შეკვეთის მიწოდების შეყოვნებით გამოწვეულ ზარალზე.
შესაძლოა დაგვჭირდეს მესამე პირების მომსახურების გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ გადახდისა და შესყიდვის პროცესს. თქვენ მიერ ინფორმაციის მოწოდებისას, თანხმობას აცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადავცეთ მესამე პირებს მხოლოდ თქვენი შეკვეთის განხორციელების მიზნებისთვის, რაც არ წარმოადგენს კონფიდენციალობის დარღვევას.
კომპანია სრულად დააბრუნებს თქვენს მიერ გადახდილ პროდუქციის ღირებულებასა და მიტანის სერვისის საფასურს იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი პროდუქცია კომპანიას მარაგში არ ექნება.
კომპანია საქონელს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის თქვენთვის მოწოდების მომენტში იყო ვადაგასული, ან გაფუჭებული. ვადაგასული ან გაფუჭებული პროდუქციის მიღების თაობაზე უნდა შეგვატყობინოთ საქონლის მიღებიდან 1 საათის ვადაში.
ნებისმიერი მიზეზით, თქვენთვის პროდუქციის საფასურის დაბრუნებისას, თანხას დავაბრუნებთ იმ ანგარიშზე, საიდანაც განახორციელეთ შესყიდვა.
მიწოდება
მიწოდების ზონაა თბილისი
ჩვეულებრივ, თქვენ შეკვეთას მოგაწვდით იმავე დღეს, თუ შეკვეთას გააკეთებთ 18:00 საათამდე, ხოლო თუ კი პროდუქციას უკვეთავთ 18:00 საათის შემდეგ, პროდუქციას მოგაწვდით მეორე დღეს.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, თქვენ დაგიბრუნდებათ პროდუქციის ღირებულება და მიტანის ხარჯები თუ გაუქმების თაობაზე განაცხადებთ კურიერის მიერ ადრესატის მისამართზე გასვლამდე, ხოლო თუ შემდგომ- დაგიბრუნდებათ მხოლოდ პროდუქციის ღირებულება.
თუკი შეუძლებელია შეკვეთილი პროდუქციის, ან მისი ნაწილის მიწოდება, აგინაზღაურდებათ იმ საქონლის ღირებულება, რომლის მოწოდებაც შეუძლებელი გახდა. თუ სრულად შეუძლებელია პროდუქციის მიწოდება,აგინაზღაურდებათ მიტანის სერვისი საფასურიც.
კონფიდენციალობა
თქვენ მიერ შესყიდვისას მოწოდებულიინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. კომპანიას არ აქვს უფლება ეს ინფორმაცია თავად გამოიყენოს, ან გადასცეს მესამე პირებს, თუ ეს არ ემსახურებათქვენ მიერ შესყიდვის განხორციელების პროცესის უზრუნველყოფას.
თქვენ მიერ ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიის რეკლამის მიზნებისთვის, უფრო კონკრეტულად, თქვენ შესაძლოა გამოგეგზავნოთ ინფორმაცია ან სიახლეები თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე. ზემოაღნიშნული არ წარმოადგენსკონფიდენციალობის ან სტანდარტული პირობების რაიმე სხვა პირობის დარღვევას. ყოველთვის შეგიძლიათ უარი განაცხადოთ კომპანიისგან შეტყობინების მიღების თაობაზე.
ვებ.გვერდის გამოყენების წესი
ვებ.გვერდზე განთავსებულინებისმიერი ინფორმაცია, კონტენტი, ფოტოსურათი და აშ. წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. თქვენ არ გაქვთ უფლება გადმოტვირთოთ, ან/და სხვა სახით გამოიყენოთ ესინფორმაცია.
ვებ.გვერდზე შესყიდვის განხორციელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი და ხართ სრულიადქმედუნარიანი. ამასთან დაკავშირებით, მომავალში კომპანიისადმი წარდგენილი პრეტენზია არ მიიღება.
პრეტენზიები/საჩივრები
მიწოდებულ პროდუქციასთანდაკავშირებით ნებისმიერი სახის პრეტენზია/საჩივარი მიიღება მხოლოდ პროდუქციის მიწოდებიდან 6 საათის ვადაში.
მომწესრიგებელი სამართალი
თქვენთან დადებული ხელშეკრულება,მასთან დაკავშირებული დავები მოწესრიგებული და განხილული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დასტურის გაცხადება
ჩვენ მიერ მოწოდებული სერვისის ან სხვა სერვისების გამოყენებით, თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ ეს პირობები დაეთანხმებით ამ პირობებით ხელშეკრულების დადებას.
მომხმარებელთან კონტაქტი
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ორშაბათიდან - კვირის ჩათვლით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 514 042929 ან ელექტრონულ ფოსტაზე: steakmastertbilisi@gmail.com
კომპანიის მისამართი: საქართველო, ასპინძა, ვარძიის ქუჩა N133
სტეიკის ბრენდის შექმნის იდეა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც სახლში განსაკუთრებული კერძების მომზადება ტრენდად იქცა.
მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გემოვნება დაემთხვევა და შემოთავაზება თქვენთვის მისაღები და საინტერესო იქნება.
Bon appétit!
პირველ რიგში გემოვნური თვისებები, ნაზია, ზომიერად ცხიმიანი, საკმაოდ წვნიანი. შემდეგ უკვე, მომზადების სიმარტივე და კარგად დაფასოვება...
კლასიკური სტეიკის საუკეთესო მაგალითია!
გაყინულ სტეიკზე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ აზრი 100%-ით შემეცვალა
დაფასოვებულია და დაჭრილია, იდეალურ ზომაზე. ხორცი არის უნაზესი, დაბალანსებული ცხიმიანობით, იწვება თანაბრად და გამოდის იდეალური, წვნიანი სტეიკი. სახლის პირობებში მარტივად მიიღწევა სარესტორნე დონის სტეიკის შეწვა